11/09/2024
01:41
სპორტი
ერთა ლიგის B ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრები თამაშობს, ჩეხეთმა უკრაინას უმასპინძლა და 3:2 დაამარცხა.
მეორე ტურის შეხვედრა ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანი იყო, რადგან უქულოდ იყვნენ.
ჩეხეთის ნაკრებმა თამაში კარგად დაიწყო და 21-ე წუთზე სულცის გოლით დაწინაურდა. მართალია, უკრაინელმა ვანატმა (37) წონასწორობა აღადგინა, მაგრამ შესვენებამდე წამებით ადრე (45+2) სულცმა დუბლი შეასრულა.
მეორე ნახევარში ჩეხების უპირატესობა მე-80 წუთზე სოუჩეკმა ორამდე გაზარდა, ხოლო შეხვედრაში ბოლო გოლი 84-ე წუთზე უკრაინელმა სუდაკოვმა გაიტანა.
ორი ტურის შემდეგ 6 ქულით საქართველოს ნაკრები ჯგუფში ლიდერია, ალბანეთი (3) და ჩეხეთი (3) მეორე-მესამე ადგილებს იყოფენ, ხოლო უკრაინა უქულოდ ბოლო პოზიციაზეა. შემდეგ შეხვედრას ჩვენი გუნდი 11 ოქტომბერს პოლონეთში უკრაინასთან გამართავს, ხოლო 14 ოქტომბერს ალბანეთს უმასპინძლებს.
0
0