
ერთა ლიგაზე სომხეთთან მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებში გამოძახებული ყველა ფერხბურთელი გამოცხადდა, – ინფორმაციას ეროვნული ნაკრები ავრცელებს.
საკლუბო მატჩების გამო გუნდს ყველაზე გვიან შეუერთდნენ: ხვიჩა კვარაცხელია („პარი სენ-ჟერმენი“, საფრანგეთი), გიორგი მიქაუტაძე („ლიონის ოლიმპიკი“, საფრანგეთი), ზურიკო დავითაშვილი („სენტ-ეტიენი“, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე („ჰაიდენჰაიმი“, გერმანია), გიორგი ქოჩორაშვილი („ლევანტე“, ესპანეთი), გიორგი წიტაიშვილი („გრანადა“, ესპანეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი („კოპენჰაგენი“, დანია), ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, ავსტრია), შოთა ნონიკაშვილი („ჩერკასი“, უკრაინა) და ნიკა კვეკვესკირი („ნირეჰაზა“, უნგრეთი).
სრული შემადგენლობით შეკრებილი „ჯვაროსნები“ დღეს თბილისში ივარჯიშებენ. B ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად, ორმატჩიან პლეი ოფში ჩვენი გუნდი სომხეთის ნაკრებს 20 მარტს ერევანში, ხოლო 23 მარტს – თბილისში დაუპირისპირდება.
0
0