
ერთა ლიგის 2024/25 წლის სეზონის პლეი ოფის განმეორებით შეხვედრას საქართველოს ეროვნული ნაკრები თბილისში, „დინამო არენაზე“ სომხეთთან ატარებს.
პირველი ტაიმის შემდეგ ქართველი ფეხბურთელები მეტოქეს დიდი ანგარიშით, 5:0 ამარცხებენ. სომხეთის ნაკრების კარში ორი გოლი მიქაუტაძემ გაიტანა, ერთი კიტეიშვილმა, ერთი ჩაკვეტაძე, ხოლო ავტოგოლი აროიანის ანგარიშზეა.
აღსანიშნავია, რომ დღევანდელ შეხვედრაში გატანილი გოლით გიორგი ჩაკვეტაძე გახდა პირველი ფეხბურთელი საქართველოს ნაკრების ისტორიაში, რომელსაც 10-ზე მეტი გოლი და 10-ზე მეტი საგოლე გადაცემა დაუგროვდა.
რაც შეეხება მიქაუტაძეს, მის ანგარიშზე ეროვნული გუნდის მაისურით უკვე 20 გოლია. ყველა დროის ბომბარდირებს შორის ის მეორეა და შოთა არველაძეს ჩამორჩება (26).
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის გამარჯვებული ერთა ლიგის მომდევნო გათამაშებას B დივიზიონში გაატარებს. პირველი მატჩი ქართველმა ფეხბურთელებმა ერევანში 3:0 მოიგეს.
0
0
ქართული ენის დღე თსუ-ში
14/04/2025