11/09/2024
02:39
სპორტი
ალბანეთის ნაკრებისა და „ესპანიოლის“ მცველი მარაშ კუმბულა მიიჩნევს, რომ ალბანეთს ერთა ლიგაზე საქართველოსთან წაგების (0:1) თავიდან არიდება შეეძლო, მაგრამ აღიარა, რომ „ჯვაროსნები“ ჯგუფში საუკეთესოები არიან.
„მატჩი რთული იყო და ამისთვის ვემზადებოდით, რადგან ვიცოდით, რომ საქართველოს ნაკრები ძალიან ძლიერი გუნდია. ისინი კონტრშეტევაზე სახიფათოდ თამაშობენ. ყველა თავს იცავს და შემდეგ სწრაფ კონტრშეტევებს იწყებენ.
უფრო აგრესიულად უნდა გვეთამაშა და საგოლე ეპიზოდის დროს ქართველების შეტევა წესების დარღვევითაც კი უნდა შეგევჩერებინა. ძალიან სამწუხაროა, რომ დავმარცხდით და პირველ ადგილზე გასვლის შანსი დავკარგეთ.
ამ წაგების მიუხედავად, წინ უნდა ვიყუროთ. უკრაინასთან კარგი მატჩი ჩავატარეთ და სამი ქულა ავიღეთ, მაგრამ საქართველოსთან წავაგეთ და, როგორც ჩანს, ის ჯგუფში უძლიერესი გუნდია. გულშემატკივრებმა სტადიონზე ძალიან კარგი ატმოსფერო შექმნეს, მაგრამ ვწუხვართ, რომ იმედები ვერ გავამართლეთ“, – განაცხადა კუმბულამ.
0
0