10/06/2024
16:49
სპორტი
![main-img]( /storage/files/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1%20%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98.jpg )
საქართველოს ნაკრები გერმანიაში გაემგზავრა, სადაც ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობს.
აეროპორტში გადაღებულ ფოტოს ეროვნული ნაკრების Facebook-გვერდი აქვეყნებს.
ევროპის 2024 წლის საფეხბურთო ჩემპიონატზე გასვლის შემდეგ საქართველოს ნაკრები F ჯგუფში მოხვდა, სადაც პორტუგალიასთან, თურქეთთან და ჩეხეთთან ერთად ითამაშებს.
ტურნირს გერმანია უმასპინძლებს და ვილი სანიოლის გაწვრთნილები სადებიუტო შეხვედრას 18 ივნისს გამართავენ და "დორტმუნდის" საშინაო არენაზე 81 365-იანი ტევადობის Signal Iduna Park-ზე თურქეთს დაუპირისპირდებიან.
"ჯვაროსნები" მეორე შეხვედრას უკვე ჰამბურგში 22 ივნისსVolksparkstadion-ზე ჩაატარებენ, რომელსაც შეუძლია 57 274 ადამიანს უმასპინძლოს.
მესამე მატჩს კი უკვე პორტუგალიასთან გელზერკირხენის Veltins Arena 26 ივნისს უმასპინძლებს - ტევადობა 62 271 ადამიანი.
საქართველოს ნაკრებმა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთთან ძირითად და დამატებით დროში 0:0 ითამაშა, პენალტებში 4:2 იმარჯვა და ევროპის ჩემპიონატის საგზური ისტორიაში პირველად მოიპოვა.
0
0