
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე დღეს რუმინეთის წინააღმდეგ ითამაშებს. შეხვედრა თბილისის დროით 18:30 საათზე დაიწყება.
ქართველმა წყალბურთელებმა პირველ ჯგუფურ ეტაპზე სამი მატჩი ჩაატარეს, დამარცხდნენ ხორვატიასთან და საბერძნეთთან, ხოლო გაიმარჯვეს სლოვენიასთან. შედეგად, მეორე ჯგუფურ ეტაპზე გადაინაცვლეს, სადაც ექვსგუნდიან F ჯგუფში მოხვდნენ – პირველი მატჩი დაძაბულ ბრძოლაში იტალიასთან დათმეს. მიუხედავად ამისა, ჯერ ყველაფერი წინ არის და საქართველოს რვა საუკეთესო გუნდს შორის გასვლის შესაძლებლობა აქვს, რაც მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს მოუტანს.
მეორე ჯგუფური ეტაპიდან პირველ და მეორე ადგილზე გასულები ნახევარფინალში გააგრძელებენ ბრძოლას.
საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი ევროპის ჩემპიონატზე:
19 იანვარი, 18:30 საქართველო-რუმინეთი
21 იანვარი, 18:30 საქართველო-თურქეთი
0
0