14/03/2023
22:21
პოლიტიკა
“საქართველოს მთავრობის ვალდებულებაა, რომ სრულიად უზრუნველყოს სააკაშვილის უფლებები, როგორც პატიმრისა და ბრალდებულის”. ამის შესახებ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
ევროკავშირი მზაობას გამოთქვამს, დაეხმაროს პარტნიორებს, მათ შორის მიხეილ სააკაშვილისთვის სამედიცინო დახმარების გაწევის კუთხით.
“ამ პარლამენტმა წინა თვეს ბატონი მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მიიღო რეზოლუცია. წევრი სახელმწიფოების სახელით [საქართველოს] იუსტიციის სამინისტროს დემარში გადავეცით და ჩვენი მესიჯი ძალიან მკაფიო იყო - საქართველოს მთავრობის კანონიერი ვალდებულებაა, რომ საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებთან შესაბამისად სრულიად უზრუნველყოს სააკაშვილის უფლებები, როგორც პატიმრისა და ბრალდებულის.
ევროკავშირი მზად არის ამ საკითხში პარტნიორებს დაეხმაროს, მათ შორის სამედიცინო დახმარების გაწევის მხრივ. ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ EU რჩება საქართველოს მეგობრად და პარტნიორად და ჩვენ ვფიქრობთ, რომ მოხდეს საქართველოს ინტეგრირება და საქართველომ უნდა განახორციელოს ქმედებები, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი”, - თქვა ვარჰეიმ.
0
0