
საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ძალიან ფართოდ არის გაზიარებული შეშფოთება, ეს ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, – ამის შესახებ ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა, კასპარ ვალდკამპმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში ბევრი ადამიანი მიისწრაფვის ევროპული ჰორიზონტისკენ, სარგებლობს უვიზო მიმოსვლით.
„ძალიან ფართოდ არის გაზიარებული შეშფოთება საქართველოს მთავრობის მიდგომისადმი. ეს ნამდვილად წინააღმდეგობაშია იმასთან, რასაც ჩვენ მივიჩნევთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის მიდგომად. საქართველოში ხალხი მაღელვებს, ბევრი ადამიანი მიისწრაფვის ევროპული ჰორიზონტისკენ, ბევრი ადამიანი სარგებლობს უვიზო მიმოსვლით. დღეს ჩვენ განვიხილავთ, რისი გაკეთებაა შესაძლებელი, მაგრამ ვხედავ, რომ ძალიან ფართოდ არის გაზიარებული შეშფოთება საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, რადგანაც ეს ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს“, – განაცხადა კასპარ ვალდკამპმა.
0
0