07/05/2024
19:51
საზოგადოება
ისტორიის ტესტებიდან, რომელიც უცხოელებმა უნდა ჩააბარონ საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად ამოღებულია ედუარდ შევარდნაძე, მიხეილ სააკაშვილი და ვარდების რევოლუცია - წერს "ეხო კავკაზა" სხვადასხვა ტელეგრამ არხებზე, მოქალაქეების მიერ გავრცელებულ შეტყობინებებზე დაყრდნობით.
ქართული ენის, საქართველოს ისტორიისა და კონსტიტუციური სამართლის საფუძვლების გამოცდის ახალი წესი 2024 წლის 1-ლი მაისიდან ამოქმედდა.
თუ ადრე მოქალაქეობის მსურველებს ეკითხებოდნენ რომელ ქვეყანას აქვს საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებული, ახლა ტესტებში ასეთი კითხვა არ არის.
გარდა ამისა, მოხსნილია შეკითხვა, თუ რომელი ქვეყანა აღიარებს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის "დამოუკიდებლობას".
ტესტებიდან ამოღებული სამი შეკითხვა მიხეილ სააკაშვილთან და მის მმართველობასთან დაკავშირებით.
ახალ ტესტებში არ არის კითხვები ქვეყნის მეორე პრეზიდენტზე, ედუარდ შევარდნაძეზე, არც საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორზე, აშშ-ზე.
ახალ ტესტებში არ არის საუბარი რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ, მაგრამ არის კითხვა შინდისის ეპიზოდზე.
0
0