06/04/2024
18:28
საზოგადოება
ესპანეთის სამეფო არის პირველი სახელმწიფო, რომელმაც მსგავსი შეთანხმება გააფორმა საქართველოსთან, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, ვისაც აქვთ ესპანეთში მუდმივად ცხოვრების უფლება, შეუძლია ქართული მართვის მოწმობა გადაცვალოს ესპანურ მართვის მოწმობაში, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა.
„თუკი ადამიანს სურს მოპედის, მსუბუქი ავტომობილის, ან მოტოციკლის მართვის მოწმობის გადაცვლა ესპანურ მართვის მოწმობაში, მას არანაირი გამოცდის ჩაბარება არ მოუწევს, ავტომატურად მოხდება მართვის მოწმობის შეცვლა, ხოლო ყველა სხვა დანარჩენი კატეგორიის შემთხვევაში მხოლოდ პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება მოუწევს“, - განაცხადა დარახველიძემ.
საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებას ხელი მოეწერა.
0
0