
საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსულ უნივერსიტეტებში სასწავლებლად რეგისტრაციის ვადა ზედიზედ მესამედ გახანგრძლივდა.
თავიდან განაცხადების მიღების ბოლო ვადად 2023 წლის პირველი ნოემბერი სახელდებოდა, რაც 15 დეკემბრამდე გახანგრძლივდა, თუმცა 15 დეკემბრის შემდეგ რეგისტრაციის ვადა ჯერ 2023 წლის ბოლომდე, ამჯერად კი 2024 წლის 31 იანვრამდე გაგრძელდა.
ამასთან, შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექცია "რუსეთში უფასო სწავლისთვის" ქართველი სტუდენტების მისაზიდად Facebook-გვერდზე ორ ქართულენოვან ვიდეორგოლს ავრცელებს. აქედან ერთი განაცხადის შევსების ინსტრუქცია, მეორე კი იმის დემონტრირებაა, რომ მსურველებისთვის რუსეთში სწავლა "მართლაც უფასოა." ამჯერად ავტორებმა სარეკლამო რგოლში საქართვეელოს მოქალაქე სტუდენტებიც გამოაჩინეს, რომლებიც რუსეთში რამდენიმე წელია, სწავლობენ.
შეგახსენებთ, რომ 13 ოქტომბერს რუსულმა სამთავრობო გამოცემა "ტასს"-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოდან დაახლოებით 100-მდე აბიტურიენტმა შეიტანა განაცხადი 2024 წელს რუსეთის უნივერსიტეტებში უფასო სწავლაზე.
0
0