
"გაატარეთ შესაბამისი ღონისძიებები ქვეყანაში შემოსვლისა და ევროპის ჩემპიონატზე დასწრების შეზღუდვის დაწესების შესახებ", - წერია პეტიციაში, რომელიც საქართველოს მოქალაქეებმა, “რუსულ კანონზე” ხელმომწერი დეპუტატების, ასევე, ბიძინა ივანიშვილის, კახა კალაძის, ირაკლი კობახიძისა და ირაკლი ღარიბაშვილის დასასანქცირებლად გერმანიის ბუნდესტაგის სახელზე დაარეგისტრირეს.
“ჩვენ, ქვემოთ ხელისმომწერი საქართველოს მოქალაქეები, ვგრძნობთ რა გერმანიის მთავრობისა და უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოდან მხარდაჭერას, მოგმართავთ თხოვნით, თქვენი უფლებამოსილების ფარგლებში, გაატაროთ შესაბამისი ღონისძიებები ამ ორი ქართველი პოლიტიკოსისთვის, ასევე, საქართველოს პარლამენტის იმ დეპუტატთათვის, რომლებმაც ხმა მისცეს ე.წ. „რუსულ კანონს“, ქვეყანაში შემოსვლისა და ევროპის ჩემპიონატზე დასწრების შეზღუდვის დაწესების შესახებ, რათა ამ პოლიტიკოსებს არ მიეცეთ საშუალება, თავიანთი რუსული პროპაგანდის მიზნებისთვის გამოიყენონ საფეხბურთო ჩემპიონატი და არ შექმნან ცრუ წარმოდგენა, რომ აღნიშნული კანონის მიღების მიუხედავად, აქვთ ევროპული ქვეყნებისა და პოლიტიკოსების მტკიცე მხარდაჭერა.
ჩვენ მადლიერნი ვართ და ვაფასებთ თქვენს თანადგომას და ღირებულებებს. ჩვენ გვახსოვს ბატონი როთის მხარდაჭერა თბილისში იმ დიდებულ საღამოს, როცა მან განგვიცხადა, რომ მარტონი არ ვართ და არასდროს მიგვატოვებს ევროპისთვის ბრძოლაში. ჩვენ ახლა, ამ ჩემპიონატზე, ძალიან გვჭირდება თქვენი მხარდაჭერა და იმის ჩვენება, რომ ევროპის გულში მხოლოდ იმ ხალხის ადგილია, რომელიც ევროპისთვის თავის სიცოცხლეს საფრთხეში აგდებს და შიშველი ხელებით ევროპული ღირებულებებისთვის იბრძვის.” - წერია პეტიციის ტექსტში.
0
0
გურიაში, მეოთხე დღეა დაკარგულ კაცს ეძებენ
28/08/2025