
"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" დირექტორმა ეკა გიგაურმა და "სტრატეგიული ანალიზის ცენტრის" წარმომადგენელმა გიორგი რუხაძემ საერთაშორისო აქტორებს მიზნობრივი სანქციების დაწესებისა და დახმარებისკენ მოუწოდეს.
ეკა გიგაური აცხადებს, რომ დღეს საქართველოს მხარდაჭერა, არამხოლოდ სოლიდარობაა, არამედ იმ ჯგუფების მხარდაჭერაც, რომელიც ადგილზე წინააღმდეგობის პროცესში არიან ჩართულები.
"დღეს საქართველოს მხარდაჭერა ნიშნავს არა მხოლოდ სოლიდარობის გამოხატვას - არამედ იმ ჯგუფების აქტიურ მხარდაჭერას, რომლებიც ადგილზე წინააღმდეგობის პროცესში არიან ჩართულნი. საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გაითვალისწინოს ეუთო-ს მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის დასკვნები. პრაქტიკულად ეს ნიშნავს: პასუხისმგებლობის უზრუნველყოფას საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მეშვეობით. მიზნობრივი სანქციების დაწესებას რეპრესიებსა და ძალადობაზე პასუხისმგებელი პირების მიმართ;
ჩვენ არ გთხოვთ, რომ ჩვენ ნაცვლად იბრძოლოთ. მაგრამ თქვენი მხარდაჭერა განსაზღვრავს, მიგვიყვანს თუ არა ეს ბრძოლა დემოკრატიულ მომავლამდე,"- აცხადებს ეკა გიგაური.
0
0