
საქართველოს კულტურის სამინისტროში ლევილის ქართველთა მამულის მმართველი საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელზეც ლევილის პროექტის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილ სარეაბილიტაციო სამუშაოებზე იმსჯელეს.
სხდომაში, რომელსაც საქართველოს კულტურის მინისტრი, ლევილის მამულის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე თინათინ რუხაძე უძღვებოდა, მონაწილეობდნენ
საქართველოს კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მაკა გურგენიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე, კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა, საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ეკატერინე კოკაია, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია.
სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე, ლევილის მამულის მმართველი საბჭოს წევრები - ირენ ციციშვილი, ასინეთ (ნინო) კალატოზიშვილი, ტიერი ბერიშვილი, კულტურის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი შორენა ციცაგი, ლევილის პროექტის მენეჯერი თამარ კვარაცხელია.
0
0