საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ეროვნული მუზეუმისა და პროექტ Georgian Infusion-ის თანამშრომლობით, თბილისს კონსერვაცია-რესტავრაციის დარგის ფრანგი სპეციალისტები ეწვივნენ
A-
+A

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ეროვნული მუზეუმისა და პროექტ Georgian Infusion-ის თანამშრომლობით, თბილისს კონსერვაცია-რესტავრაციის დარგის ფრანგი სპეციალისტები ეწვივნენ, რომლებიც გაეცნობიან ეროვნული სამოსის არქივების კოლექციებს, ჩაატარებენ დეტალურ ინვენტარიზაციას და შეიმუშავებენ დაზიანებული ექსპონატების რესტავრაციისთვის აუცილებელ ტექნიკურ და კვლევით გეგმებს.
პროექტის პირველ ეტაპზე განისაზღვრება ეროვნული სამოსის ნაწილებისა და ელემენტების დაზიანების ხარისხი. მომდევნო ეტაპზე მოხდება სამოსის რესტავრაცია, რის შემდეგაც საქართველოს ეროვნულ მუზეუმში მოეწყობა მუდმივმოქმედი გამოფენა.
ეროვნულ მუზეუმში ფრანგი და ქართველი ექსპერტების მიერ ექსპონატების დაზიანების ხარისხის განსაზღვრისა და შეფასების პროცესს საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა გაეცნო.
ქართული ტრადიციული სამოსისა და ქსოვილების უნიკალური ნიმუშები მოითხოვს წინასწარ რესტრავრაციას, კონსერვაციას და სამეცნიერო აღწერას, ვინაიდან ექსპონატების მნიშვნელოვანი ნაწილი თარიღდება XIX საუკუნის დასასრულიდან XX საუკუნის დასაწყისამდე პერიოდით. ამ პროცესში ჩართული არიან ეროვნული მუზეუმის თანამშრომლები, ეთნოგრაფები, რესტავრატორები და კურატორები.
სარესტავრაციო გეგმას პარიზის მუზეუმის, Palais Galliera-ს მთავარი რესტავრატორი ანასტასია ოზოლინი შეადგენს.
პროექტის ფარგლებში ეროვნული მუზეუმის ბაზაზე დაგეგმილია სამოსის სარესტავრაციო და საგანმანათლებლო სახელოსნოს შექმნა, რომელიც, ამავე დროს, იქნება პროფესიული განვითარების ცენტრი და მოამზადებს ტექსტილისა და ტრადიციული სამოსის რესტავრატორებს. გადამზადებული სპეციალისტები პრაქტიკას ეროვნულ მუზეუმში გაივლიან და სახელოსნოში დასაქმდებიან.
0
0
21
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%