საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე, რომში, იტალიის კულტურის სამინისტროს კულტურული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსს,ასევე ამავე დეპარტამენტის კულტურული საქმიანობისა და საავტორო უფლებების კოორდინაციის სამსახურის ხელმძღვანელს და რომის ეროვნული მუზეუმების დირექტორატის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე ნათია შამათავა, რომში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, იტალიის კულტურის სამინისტროს კულტურული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსს, მასიმო ოსანას, ამავე დეპარტამენტის კულტურული საქმიანობისა და საავტორო უფლებების კოორდინაციის სამსახურის ხელმძღვანელს, ფრანჩესკა საკონეს და რომის ეროვნული მუზეუმების დირექტორატის ხელმძღვანელს, ლუკა მერკურის შეხვდა.
შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები და ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გამოფენების გაცვლის მიმართულებას, რაც ხელს შეუწყობს კულტურული კავშირების გაძლიერებას, გამოცდილების გაზიარებასა და ორი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობისა და თანამედროვე შემოქმედების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობას.
იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიის რესპუბლიკაში თამარ ლილუაშვილი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე და კულტურის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის უფროსი სალომე ჯამბურია.
0
0
51
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%