
საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე ბექა დავითულიანის და რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის ნინო ლაცაბიძის ორგანიზებით კულტურის სამინისტროში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე რუსთავის ციხესიმაგრის კომპლექსის კონსერვაცია-რესტავრაციის, შემდგომი რეაბილიტაციის და ამ კუთხით სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე კახა გურული, მუნიციპალური რეფორმებისა და სერვისების განვითარების ცენტრის დირექტორი მარიამ ლაცაბიძე, საქართველოს პარლამენტში რუსთავისა და გარდაბნის ისტორიული სოფლების დელეგატი ირაკლი შატაკიშვილი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი თეა ონიანი, სააგენტოს თანამშრომლები, დარგის სპეციალისტები.
შეხვედრაზე რუსთავის ისტორიული მუზეუმის დირექტორმა ნაზი პაჭიკაშვილმა რუსთავის ციხესიმაგრის კომპლექსის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. შემდგომი რეაბილიტაციის დეტალური პროექტის მომზადებისა და მულტიფუნქციური სამუშაო ჯგუფის შექმნის მიზნით, განიხილეს კონსერვაცია-რესტავრაციის პროექტის წინაპირობები. ასევე, იმსჯელეს რუსთავის ციხესიმაგრის კომპლექსის ტერიტორიაზე არსებული შუა საუკუნეების სასახლის მიმდებარედ არქეოლოგიური გათხრებისთვის ნებართვის გაცემის თაობაზე.
0
0