-share.jpg)
„მოქალაქეებს აქვთ საშუალება, თავისუფალ, მშვიდ გარემოში გააკეთონ საკუთარი არჩევანი. ზოგიერთ ქალაქში შეინიშნება სიტუაციის დაძაბვის მცდელობა და სამწუხაროა, რომ ეს მცდელობები, ძირითადად, გარკვეული მედიასაშუალებების მხრიდან მომდინარეობს. მოვუწოდებ მათ, მოქალაქეებს მისცენ საშუალება, მშვიდ გარემოში გააკეთონ საკუთარი პოლიტიკური არჩევანი. აქვე, განვმარტავ, რომ, საქართველოს კანონმდებლობით, მოქალაქეებს, მათ შორის პარტიის აგიტატორებსა და აქტივისტებს აქვთ ფოტოსურათებიანი სიების ქონისა და ამ სიების მიხედვით, ამომრჩევლების აღრიცხვის უფლება. ეს არ არის არავითარი დარღვევა და ნურავინ შეეცდება, ამ საბაბის გამოყენებით, რაიმე დაძაბულობის შექმნას. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ამ ადამიანებს, იქნებიან ჩვენი პარტიის წევრები თუ აგიტატორები. მეგობრებო, თქვენ გაქვთ კანონიერი უფლება, იქონიოთ ეს სიები და იმ 100-მეტრიანი რადიუსზე, რაც დადგენილია, იდგეთ და გააგრძელოთ თქვენი საქმიანობა. ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს“, - გაანცხადა კახა კალაძემ.
0
0