24/01/2022
12:07
სამართალი
უწყების ცნობით, როგორც შეფასებაშია აღნიშნული, სამართალდამცავი უწყებები, განსაკუთრებით კი საქართველოს გენერალური პროკურატურის სპეციალიზებული დანაყოფი, ეფექტიანად იძიებს ფულის გათეთრების პოტენციურ დანაშაულებს ფართო საგამოძიებო ტექნიკის გამოყენებით.
„ევროპის საბჭოს „ვარშავის კონვენციის“ კომიტეტის შეფასების მიხედვით, საქართველო ერთ-ერთია იმ ჩვიდმეტ ქვეყანას შორის, რომელსაც სრულად აქვს იმპლემენტირებული ,,დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლების გათეთრების, მოძიების, ამოღების და კონფისკაციის და ტერორიზმის დაფინანსების შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის მოთხოვნები ფულის გათეთრების დანაშაულებზე იურიდიული პირებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებით და საქართველოს სისტემის ეფექტიანობა ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაზრდილია.
შეფასების თანახმად, საქართველოს პროკურატურა და სხვა სამართალდამცავი ორგანოები დაკომპლექტებულია გამოცდილი და მაღალი პროფესიონალიზმის მქონე კადრებით.
უფლებამოსილ საგამოძიებო ორგანოებს აქვთ ადეკვატური რესურსები და წვდომა ინფორმაციაზე, რომელიც საჭიროა გამოძიების ეფექტიანად წარმართვისთვის. მათ გააჩნიათ მრავალფეროვანი საგამოძიებო უფლებამოსილება, რაც მათი ფუნქციების ეფექტიანად შესრულების საშუალებას აძლევს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
0
0