საქართველოს გავლით სომხური „მაწუნის“ ტრანზიტი აიკრძალა
A-
+A

სომხეთიდან რუსეთში საქართველოს გავლით პროდუქციის სახელწოდებით „მაწუნის“ ტრანზიტი აიკრძალა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.
ამის მიზეზი ისაა, რომ საქართველოში რეგისტრირებულია პროდუქტი მაწონი, რომელიც გეოგრაფიულად საქართველოსთან არის დაკავშირებული. სააგენტო „არმენპრესის“ ინფორმაციით, სომეხმა მწარმოებლებმა რუსეთში „მაწუნის“ ექსპორტი დაიწყეს სახელწოდებით „სომხური მთის იოგურტი“.
სომხეთის ეკონომიკის სამინისტროში განაცხადეს, რომ ეს დაახლოებით იგივე შემთხვევაა, როგორც მაგალითად კონიაკი ან შამპანური, რომლებიც საფრანგეთშია რეგისტრირებული, მაწონი კი გეოგრაფიულად საქართველოსთან არის მიბმული და ასეა რეგისტრირებული.
როგორც სომხეთის ეკონომიკის სამინისტროს პრესმდივანმა გაიანე ანტონიანმა განაცხადა, ეს საკითხი მოლაპარაკებაზე საქართველოს წარმომადგენლებთან იქნება განხილული.
მისი თქმით, უნდა მოხდეს გეოგრაფიული სახელწოდებების საკითხის განხილვა და დაზუსტება.
0
0
481
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%