
ამის მიზეზი ისაა, რომ საქართველოში რეგისტრირებულია პროდუქტი მაწონი, რომელიც გეოგრაფიულად საქართველოსთან არის დაკავშირებული. სააგენტო „არმენპრესის“ ინფორმაციით, სომეხმა მწარმოებლებმა რუსეთში „მაწუნის“ ექსპორტი დაიწყეს სახელწოდებით „სომხური მთის იოგურტი“.
სომხეთის ეკონომიკის სამინისტროში განაცხადეს, რომ ეს დაახლოებით იგივე შემთხვევაა, როგორც მაგალითად კონიაკი ან შამპანური, რომლებიც საფრანგეთშია რეგისტრირებული, მაწონი კი გეოგრაფიულად საქართველოსთან არის მიბმული და ასეა რეგისტრირებული.
როგორც სომხეთის ეკონომიკის სამინისტროს პრესმდივანმა გაიანე ანტონიანმა განაცხადა, ეს საკითხი მოლაპარაკებაზე საქართველოს წარმომადგენლებთან იქნება განხილული.
მისი თქმით, უნდა მოხდეს გეოგრაფიული სახელწოდებების საკითხის განხილვა და დაზუსტება.
0
0
კოტე იოსელიანი უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის
08/06/2025