18/01/2025
23:42
პოლიტიკა
„თუკი გლობალურ სცენარს და გლობალურად მიმდინარე პროცესებს შევხედავთ, განსაკუთრებულად კარგად ჩანს, თუ რა როლი შეუძლია შუა დერეფანს შეასრულოს. თუ ჩვენ სწორად ვპოზიციონირდებით, როგორც აზერბაიჯანი, ისე საქართველო, ჩვენ, რა თქმა უნდა, გადამწყვეტი როლის შესრულება შეგვიძლია შუა დერეფნის განვითარების საკითხში. ამისათვის მნიშვნელოვანია ის პარტნიორობა, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, წლების განმავლობაში ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებული მეგობრული ურთიერთობები ამ პროცესს მხოლოდ და მხოლოდ ხელს შეუწყობს.
„დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობა ხშირად იყო მიმართული რეგიონული პროექტების განხორციელებისკენ.
მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ დღეს პოტენციალი არის ბევრად უფრო დიდი, ბევრად უფრო მეტი შესაძლებლობები არსებობს რეგიონში და სწორედ ამისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის კოორდინირებული მოქმედება, თანამშრომლობა ყოველდღიურ რეჟიმში იმისათვის, რომ ის შესაძლებლობები, რასაც დღევანდელი გეოპოლიტიკური მოცემულობა იძლევა, ის შესაძლებლობები, რაც გეოგრაფიულად აქვს ჩვენს რეგიონს, ეს სწორად იყოს გამოყენებული“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
0
0