28/04/2023
19:31
პოლიტიკა
მინისტრმა მითხრა, რომ მოსახლეობის 85% მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, ეს გვიძლიერებს სურვილს, რომ დაგეხმაროთ, გახდეთ ევროპელები, – ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კატრინ კოლონამ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
კატრინ კოლონამ უპასუხა საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის კითხვას – „საფრანგეთი წლების განმავლობაში იყო ერთ-ერთი სკეპტიკოსი ქვეყანა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მიმართ, 2022 წელს განვითარებულმა მოვლენებმა და რუსეთის უკრაინაში შეჭრამ, ახალმა გეოპოლიტიკურმა ვითარებამ შეცვალა თუ არა თქვენი სკეპტიციზმი და წლის ბოლოს, როდესაც მსჯელობა შედგება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უნდა ჰქონდეს თუ არა საქართველოს საფრანგეთის კის იმედი“.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, „ევროპული ოცნება რეალობა რომ გახდეს რეალობა, უნდა დავეყრდნოთ ყველა ძალას, რომელიც არის ქვეყანაში“.
„რუსულმა აგრესიამ უკრაინაში ბევრი რამ შეიცვალა პარადოქსულად, მათ შორის, პარადოქსულად დადებითი გავლენა იქონია ევროკავშირის სურვილზე, რომ წინ წასულიყო. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მითხრა, რომ მოსახლეობის 85% მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას. ეს გვიძლიერებს სურვილს, რომ დაგეხმაროთ, გახდეთ ევროპელები. ევროპული ოცნება უნდა გახდეს რეალობა, ამისთვის კი, უნდა დავეყრდნოთ ყველა ძალას, რომელიც ქვეყანაშია“, – განაცხადა კატრინ კოლონამ.
0
0