07/09/2022
15:59
პოლიტიკა
საქართველოს ევროპულ კურსზე, ჩვენს მიერ შესრულებულ სამუშაოებზე ძალიან პოზიტიური გზავნილები გაჟღერდა და თუ როგორ სრულდება ევროკომისიის რეკომენდაციები, პრემიერმა დეტალური ანგარიში წარადგინა. აქედან გამომდინარე, ამ მიმართულებით პროგრესი და წინსვლა გვაქვს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული წინსვლის გამოხატულება ვიზიტი და გზავნილები იყო.
„ამ მიმართულებით ძალისხმევა არათუ არ შესუსტდება, პირიქით, გაძლიერდება. მთავარია, ყველას ვაჩვენოთ, რომ ყველა კარი გახსნილია, ოპოზიციას ნებისმიერ პროცესში მონაწილეობა შეუძლია. ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ. ოპოზიციის მოთხოვნებს არა მხოლოდ ვისმენთ, არამედ პროექტებში არაერთი საკითხია გათვალისწინებული და წარდგენილი საპარლამენტო განხილვისთვის. ჩვენი მხრიდან მაქსიმუმი გაკეთდება. თუ ოპოზიცია გარკვეულ პროცესებში არ ჩაერთვება, ეს მათი პასუხისმგებლობაა. მთავარია, რა სჭირდება ქვეყანას, ამ ყველაფერს ფართო ჩართულობა სჭირდება. თუ ვინმე ამ პროცესში არ ერთვება, ეს მათი პასუხისმგებლობაა. თუ ისინი სამუშაო პროცესებში არ ერთვებიან, რა ვქნათ, ცალმხრივად ვერც დეპოლარიზაცია განხორციელდება და ვინმეს ვერც ვაიძულებთ, რომ პროცესში ჩაერთონ. დემოკრატიაა – ვიღაცას არ უნდა ევროინტეგრაცია, „ნაცმოძრაობას“ და ვაშაძეს 12 პუნქტის შესრულება აშკარად არ უნდათ. დემოკრატიაა და შეუძლიათ, საკუთარი საგარეო პოლიტიკური არჩევანი ჰქონდეთ, მაგრამ ჩვენი სურვილია ევროინტეგრაცია, კანდიდატის სტატუსის მიღება და მათ ეშინიათ იმის, რომ ჩვენ ქულებს დავიწერთ კანდიდატის სტატუსს თუ მოგვანიჭებენ და ა.შ. ეშინოდეთ, აქვთ საკუთარი არჩევანი, ეს ყველაფერი დემოკრატიის ნაწილია“,- განაცხადა კობახიძემ.
0
0