საქართველოს ელჩმა უკრაინის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა
10/12/2021
12:28
პოლიტიკა
A-
+A
მიმდინარე წლის 9 დეკემბერს, უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, გიორგი ზაქარაშვილმა, რწმუნებათა სიგელები გადასცა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის.
რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის შემდეგ, გაიმართა ელჩის ხანმოკლე საუბარი უკრაინის პრეზიდენტთან, რომლის დროსაც მხარეებმა განიხილეს საქართველო - უკრაინის სტრატეგიული ურთიერთობები. ხაზი გაესვა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას, მათ შორის ასოცირებული ტრიოს ფორმატში.
ამასთანავე, საუბარი შეეხო დაგეგმილ კონტაქტებს, სტრატეგიული საბჭოს პირველი სხდომის ორგანიზაციისა და მომავალ წელს ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლისთავის აღნიშვნის საკითხებს.
0
0
310
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%