
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა გრაცის ევროპის ახალგაზრდულ თასზე შვიდი მედალი მოიპოვა
ავსტრიის ქალაქ გრაცში ევროპის ახალგაზრდულ თასზე საქართველოს ნაკრებმა ასპარეზობა შვიდი მოპოვებული მედლით დაასრულა. ტურნირის ჩემპიონობა თორნიკე გიგაურმა(-66 კგ) და ლუკა ქარელიშვილი (-90 კგ) იზეიმეს, ვერცხლი ნოდარ კობალაძემ (+100 კგ) მოიპოვა. ბრინჯაოს მედლებს დასჯერდნენ გიორგი ჩანქსელიანი (-60 კგ), ნოდარ ალაფიშვილი (-100 კგ), გიორგი ბენდელიანი (-100 კგ) და გიორგი ბადუაშვილი (+100 კგ).
თორნიკე გიგაურმა უნგრელ ძიუდოისტს, ლუკა ქარელიშვილმა კი პოლონელ სპორტსმენს სძლია. ნოდარ კობალაძემ ფინალი ფრანგთან დათმო. გიორგი ჩანქსელიანმა ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ინდოელი, გიორგი ბადუაშვილმა კი სერბი დაამარცხა. ნოდარ ალაფიშვილმა რუმინელს მოუგო, - 100 კგ წონით კატეგორიაში მეორე ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში გიორგი ბენდელიანი და ნიკოლოზ ზაალიშვილი შეხვდნენ, გამარჯვება გიორგის ერგო.
ტურნირზე ქართველი ძიუდოისტები საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.
0
0
სერგეი შოიგუ ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდა
04/06/2025