05/12/2024
15:36
პოლიტიკა
ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი, რომელიც მიმართულია ევროპული ინტეგრაციისკენ, სამწუხაროდ, ხშირად ხდება პოლიტიკური სპეკულაციების საგანი და აქტიურად გამოიყენება ქვეყნის შიგნით პოლარიზაციის გასაღრმავებლად, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ეუთო-ს ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ბოჭორიშვილის თქმით, ეს კი დამატებით საფრთხეს ქმნის ქვეყნის სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის.
„მსურს, ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ მკაფიოდ განვაცხადო, რომ საქართველოს დღეს ჰყავს ხელისუფლება, რომელმაც შექმნა უმტკიცესი საფუძველი საქართველოს ევროპული მომავლის შეუქცევადობისთვის და დღემდე ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით ნაკისრი ვალდებულებების ერთგული რჩება.
ევროკავშირს ამ დრომდე არ მიუღია გადაწყვეტილება საქართველოსთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით, შესაბამისად განცხადებები საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეწყვეტის თაობაზე, არ შეესაბამება სიმართლეს.
დღეს, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, სრულად ვაცნობიერებთ ევროკავშირის პოლიტიკური გადაწყვეტილებების მნიშვნელობას და მოველით ამ პროცესის არა პოლიტიკური მანიპულაციებისთვის, არამედ დიალოგის და რეალური ინტეგრაციისთვის გამოყენებას“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
0
0