
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებისთვის მზადება მიმდინარეობს. რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე 26 მაისისთვის დაგეგმილი ღონისძიების გენერალური რეპეტიცია იწყება. „ევროპისკენ“ - დამოუკიდებლობის დღის მთავარი გზავნილია. ტრადიცია არც წელს დაირღვევა, თავისუფლების მოედანზე წვევამდელები ფიცს საზეიმოდ დადებენ. პარალელურად, წვევამდელები ფიცს დადებენ საქართველოს ხუთ რეგიონში. როგორც ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ, რუსთაველის გამზირზე სხვადასხვა სივრცეები მოეწყობა, იმისთვის, რომ ყველა ასაკის ადამიანმა შეძლოს დროის სასიამოვნოდ გატარება.
წელს პირველად, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები მიულოცავენ.
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს პირველი რესპუბლიკის მოედანზე გალა-კონცერტი დაასრულებს, რომელშიც მონაწილეობას საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი მომღერლებიც მიიღებენ.
0
0