
„26 მაისი თავისუფლების, ღირსებისა და ეროვნული სიამაყის დღეა, დღე, როდესაც გამორჩეულად გვეამაყება ჩვენი ქვეყანა.
ჩვენ უძველესი კულტურისა და ისტორიის ერი ვართ, რომელმაც საუკუნეთა განმავლობაში შეძლო საკუთარი იდენტობის, სუვერენიტეტის, კულტურის და ქრისტიანული ფასეულობების დაცვა და შენარჩუნება. ეს ფასეულობები ჩვენთვის ჰუმანურობას, მშვიდობას, შრომას და ერთმანეთის პატივისცემას გულისხმობს.
წლევანდელი 26 მაისი გამორჩეულია იმ თვალსაზრისითაც, რომ სწორედ დღეს იწყება საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებების ციკლი. ეს არის თარიღი, რომელიც მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, რომ საქართველო არის უდიდესი ისტორიისა და კულტურის მქონე, მშვიდობიანი, ქრისტიანული ქვეყანა, რომელიც ღირსეულად იცავს საკუთარ სახელმწიფოს, თავისუფლებასა და ეროვნულ ფასეულობებს.
გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!“, - განაცხადა თინათინ რუხაძემ.
0
0
ბაქოდან თბილისში პირველი მატარებელი ჩამოვიდა
26/05/2026
გიორგი ვაშაძე - დღევანდელი დღე უკვე შედგა
26/05/2026