
„საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან 30 წელზე მეტი გავიდა, თუმცა გზას კვლავ სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლით ვაგრძელებთ. უახლესი ისტორია ისევ ადასტურებს, რომ შემდგომი განვითარებისთვის მშვიდობასა და სტაბილურობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს ფარგლებში, მაღალი დონის სეგმენტზე სიტყვით გამოსვლისას.
მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს წინაშე არსებულ უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ გამოწვევებს, რაც რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის - აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაციის შედეგია.
მისი თქმით, ოკუპაციისა და იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილებისთვის სამშობლოში დაბრუნების უფლების წართმევის ფონზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული ნებისმიერი ე.წ. არჩევნები უკანონოა და არ გააჩნია სამართლებრივი ძალა, რადგან ის ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს.
0
0