
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის F ჯგუფის მეორე ტურის შეხვედრაში საქართველო - ჩეხეთის მატჩი ჰამბურგის „ვოლკსპარკშტადიონზე“ დაიწყო.
შესრულდა საქართველოსა და ჩეხეთის ჰიმნები.
ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის გადაწყვეტილებით, სასტარტო შემადგენლობაში გიორგი ჩაკვეტაძის ნაცვლად ზურიკო დავითაშვილს ვიხილავთ.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთია:
გიორგი მამარდაშვილი, სოლომონ კვირკველია, გურამ კაშია, ლაშა დვალი, ოთარ კაკაბაძე, გიორგი ქოჩორაშვილი, ანზორ მექვაბიშვილი, გიორგი წიტაიშვილი, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი მიქაუტაძე და ხვიჩა კვარაცხელია.
შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად თამაშობს.
26 ივნისს, საქართველოს ნაკრები გელზენკირხენში, პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.
ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა თურქეთთან გამართა და 1:3 დამარცხდა.
EURO 2024-ის მატჩების ღია ჩვენებები საქართველოს ყველა ქალაქში დიდ ეკრანებზეა შესაძლებელი. ამასთან, როგორც ცნობილია, მიხეილ მესხის სტადიონზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა თამაშს აჩვენებენ.
0
0