-share.jpg)
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი თბილისში, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგ გამართული აქციის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის განცხადებას X-ზე გამოეხმაურა:
„ჩვენ კონკრეტული შედეგები გვჭირდება!
• [საქართველოსთვის] ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის ჩამორთმევა;
• ქართული პროექტების დაფინანსების შეწყვეტა;
• ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესება;
• მგზავრობის აკრძალვა იმ დეპუტატებისთვის, რომლებიც ხმას აძლევენ „რუსულ კანონს’’!“ - წერს კრამონი.
როგორც ცნობილია, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა საქართველოს ხელისუფლებას მშვიდობიანი შეკრების უფლების უზრუნველყოფისკენ მოუწოდა:
„კატეგორიულად ვგმობ ძალადობას საქართველოში შეკრებილი მომიტინგეების მიმართ, რომლებიც უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის წინააღმდეგ მშვიდობიან დემონსტრაციას აწყობდნენ. საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა, მოვუწოდებ მის ხელისუფლებას, უზრუნველყოს მშვიდობიანი შეკრების უფლება. მის ჩასახშობად ძალის გამოყენება მიუღებელია“, – წერს ბორელი.
0
0