
რუსეთში ქართული დიასპორის ხელმძღვანელმა, რუსეთის პრეზიდენტის ეთნიკურ ურთიერთობათა საბჭოს წევრმა დავით ცეცხლაძემ განაცხადა, რომ დელეგაცია სამუშაო ვიზიტით თბილისს ეწვევა. ამის შესახებ "ეხო კავკაზა" იუწყება.
"ჩვენ ვამზადებთ ვიზიტს საქართველოში. ჩვენ განვაგრძობთ გზების გაფართოებას ჩვენს ისტორიულ სამშობლოსთან კავშირების გასაძლიერებლად ჩვენი მომავალი თაობების საკეთილდღეოდ. ასე იყო ყოველთვის და ასე გაგრძელდება მომავალშიც", - განაცხადა მან "რუსეთში ფედერალური ქართული ეროვნულ-კულტურული ავტონომიის" ონლაინ შეხვედრაზე.
ცეცხლაძე, რომელიც ემხრობა რუსეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო და პოლიტიკური ურთიერთობების განვითარებას, ამტკიცებს, რომ საქართველოს ბევრი მოქალაქე „მოდის შეერთებული შტატებიდან და ევროკავშირის ქვეყნებიდან და ირჩევს რუსეთს სამუშაოდ და მუდმივი საცხოვრებლისთვისლად“.
ჩვენ მზად უნდა ვიყოთ რუსეთის ფედერაციაში საქართველოს მოქალაქეების ნაკადის გაზრდისთვის. დღეს უკვე იზრდება საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა რუსეთის ფედერაციაში და მე და თქვენ უნდა ხელი შევუწყოთ მათ აქ ინტეგრაციას.
0
0
მზიანი და უნალექო - ამინდი დღეს
16/05/2025