12/11/2022
18:17
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი ევროკონტროლის გენერალურ დირექტორს ემონ ბრენანს ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვდა.
მხარეებმა საქართველოსა და ორგანიზაციას შორის სამოქალაქო ავიაციის სფეროში არსებული და სამომავლო ურთიერთოების, მათი განვითარების შესახებ იმსჯელეს.
როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, მომავალი წლიდან საქართველო ევროკონტროლის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება და შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია კონკრეტული საკითხების განხილვა ჩვენს პარტნიორებთან - ევროკონტროლის ხელმძღვანელობასთან.
“საქართველოს ავიაციის აღდგენა ინტენსიურად მიმდინარეობს და მომავალი, 2023 წლიდან პროგნოზირებულია, რაშიც საერთაშორისო პარტნიორებიც გვეთანხმებიან, რომ ის სრულად აღდგება 2019 წელთან მიმართებაში და გააგრძელებს განვითარებას ევროპული მაღალი სტანდარტების შესაბამისად იმისთვის, რომ ბაზარი იყოს კონკურენტუნარიანი, მდგრადი და მომავალში ჩვენი ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი წვლილის შემტანი“, - აღნიშნა საქართველოს ვიცე-პრემიერმა.
ევროკონტროლი საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციაა, რომელიც ევროპის მასშტაბით საჰაერო მიმოსვლის უსაფრთხო და უწყვეტი მართვის უზრუნველყოფის მიმართულებით საქმიანობს. საქართველო ორგანიზაციის წევრი 2014 წელს გახდა.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024