
თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში კიდევ ერთმა ევროპულმა ავიაკომპანიამ დაიწყო ოპერირება. საქართველოს ავიაბაზარზე Transavia France შემოვიდა. ავიაკომპანია პარიზი-თბილისი-პარიზის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს 12 აპრილიდან, კვირაში ორი სიხშირით A320 ხომალდით ასრულებს.
ოპერირების დაწყებას წინ უძღოდა ავიაკომპანიასთან ინტენსიური და აქტიური მოლაპარაკებები, რომელიც საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ავიაკომპანიასთან წარმატებით დაასრულა.
პირველი რეისით პარიზის ორლის აეროპორტიდან 163 მგზავრი ჩამოფრინდა. მგზავრებს შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტში საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი, TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერის მოადგილე აკაკი ბარქაია, სამოქალაქო ავიაციის საგენტოსა და სექტორის სხვა წარმომადგენლები დახვდნენ.
აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, Transavia France 2006 წელს დაფუძნებული ფრანგული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიაა, რომელიც Air France-ისა და ჰოლანდიური Transavia-ს მფლობელობაში შედის. მისი ძირითადი ბაზა პარიზის, ორლის აეროპორტში მდებარეობს. ბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ვებგვერდზეა https://www.transavia.com/accueil/fr-fr შესაძლებელი.
0
0