27/10/2024
09:08
არჩევნები 2024
საქართველოს არჩევნების აშკარა გაყალბება შეუძლებელს ხდის მისი ლეგიტიმურობის აღიარებას, - ამის შესახებ ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი პლატფორმა X-ის პირად გვერდზე წერს.
“საქართველოს არჩევნების აშკარა გაყალბება შეუძლებელს ხდის მისი ლეგიტიმურობის აღიარებას. არჩევნების გაყალბებით ქვეყანას არ შეუძლია ევროკავშირში გაწევრიანება, მაგრამ შეუძლია უკან, რუსეთთან ჩახუტება", - წერს ის.
ცნობისთვის, ცესკოს პირველადი წინასწარი შედეგების მიხედვით პარლამენტის არჩევნებში “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ 53.064 %-ით ( 955 662 ხმა) ლიდერობს. მეორე ადგილზეა „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“, რომელმაც 11.176 % (201 275 ხმა) მიიღო.„ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ“ - 9.847 % (177 349) მოიპოვა; „ძლიერი საქართველოს - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ - 8.998 % (162 056 ხმა) აქვს; "გახარია საქართველოსთვის" - 8.222 % (148 077 );
ცესკო-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის ელექტრონულ არჩევნებში 3111 უბნიდან მონაცემები დათვლილია 2 251 უბანზე.
ცესკოს ინფორმაციით, 20:00 საათის მონაცემებით საპარლამენტო არჩევნებზე აქტივობამ 58.94% შეადგინა, არჩევნებში მონაწილეობა 2 060 412-მა ამომრჩეველმა მიიღო.
4 ოპოზიციური სუბიქტებიდან არჩევნების შედეგების არ აღიარების შესახებ განცხადებები უკვე გააკეთეს „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობისა“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერებმა. "ძლიერ საქართველოში" კი განაცხადეს, რომ ცესკო-ს მიერ გამოცხადებული შედეგები აცდენილია მოქალაქეების ნებას.
0
0