01/06/2023
14:36
პოლიტიკა
გასული წლის ივნისში ევროკავშირმა არ მიანიჭა კანდიდატის სტატუსი საქართველოს. არა იმიტომ, რომ ის არ აკმაყოფილებდა კრიტერიუმებს, არამედ იმიტომ, რომ საკმარისად ანტირუსული არ იყო, - ამის შესახებ მიკ უოლესმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ირლანდიელმა ევროპარლამენტმა კოლეგებს მოუწოდა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ და ასევე იმ ევროპარლამენტარების განცხადებები გაიხსენა, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ.
„ვისმენდით, როგორ ითხოვდნენ ევროპარლამენტარები სააკაშვილის გათავისუფლებას, როგორც ევროკავშირში გაწევრიანების პირობას. ეს არის ადამიანი, რომელიც საქართველოში ტერორის მმართველობას ხელმძღვანელობდა. მათი პინოჩეტი იყო. მისი 300 ათასზე მეტი ოპონენტი იყო დაპატიმრებული. ბევრი აწამეს, რამდენიმე მოკლეს.
ამასობაში დასავლეთი აფინანსებს არასამთავრობოებს, რომლებიც საქართველოში განხეთქილებას თესავენ. როდესაც მთავრობამ სცადა კანონის შემოღება, რომელიც NGO-ების პასუხისმგებლობას დააყენებდა დღის წესრიგში, ევროკავშირი მათ თავს დაესხა, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს იგივე კანონი წლების განმავლობაში აქვს, ევროკავშირი კი ანალოგიური კანონის მიღებას თავად აპირებს.
საქართველოს არ აინტერესებს ომი. საქართველოს მშვიდობა სურს. მას სურს ჰქონდეს კარგი ურთიერთობა ყველასთან, განსაკუთრებით თავის მეზობლებთან. ევროკავშირში გასაწევრიანებლად საქართველომ საკუთარ სუვერენიტეტზე უარი უნდა თქვას? უნდა წაახალისონ ომი, მშვიდობის ნაცვლად? მიანიჭეთ საქართველოს კანდიდატის სტატუსი და ნება მიეცით ხალხს, უცხოური ჩარევის გარეშე გადაწყვიტონ, უნდათ თუ არა ევროკავშირში გაწევრიანება“, - განაცხადა უოლესმა.
0
0