
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. კენჭისყრა დილის 10 საათზე დაიწყო. დღეს კენჭს ორი კანდიდატი იყრის. არჩევნები საღამოს 7 საათისთვის დასრულდება, შედეგები კი 21 საათზე გამოცხადდება. ყველაზე მეტი ხმა პირველ ტურში, რომელიც ერთი კვირის წინ ჩატარდა, ირაკლი ყანდაშვილმა მიიღო. თუმცა კანონმდებლობის შესაბამისად მეორე ტური დაინიშნა.
"დილიდანვე აქტიურობა არის აქ ძალიან მაღალი, ეს არის ძალიან კარგი, ნიშნავს, რომ თითოეული ადვოკატი, თითოეული ჩვენთაგანი ვფიქრობთ ჩვენს ხვალინდელ დღეზე და ვაკეთებთ არჩევანს. მოხარული ვარ, რომ პირველი ტური ჩემი გამარჯვებით დასრულდა, კიდევ ყფრო მოხარული ვარ, რომ დიდი ნდობა გამოუცხადა ჩემს გუნდს ადვოკატთა კორპუსმა.
ჩვენი მთავარი აქცენტები იქნება მომდევნო 4 წლის მანძილზე განუხრელად გაკეთებული ადვოკატის უფლებრივ დაცვაზე, ეს უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია და რა თქმა უნდა ადვოკატის საქმიანობის ეფექტურობის, გარემოს გაუმჯობესება, მათი სოციალური და ფინანსური-ეკონომიკური მხარდაჭერის ნაბიჯების გადადგმა", - აცხადებს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატი ირაკლი ყანდარაშვილი.
0
0