
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტური 21 დეკემბერს დაინიშნა - ამის შესახებ, თავმჯდომარეობის კანდიდატმა ირაკლი ყანდაშვილმა, სოციალურ ქსელში დაწერა.
"ძვირფასო კოლეგებო, 21 დეკემბერს დაინიშნა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტური, წინ დიდი გამარჯვებაა და ბევრი სასიკეთო საქმე გველოდება ერთად, რასაც გავაკეთებთ მალე ჩვენი საყვარელი პროფესიის საკეთილდღეოდ! გავაფორმოთ ჩვენი ერთობლივი საბოლოო გამარჯვება ღია ვარ ყველა შეხედულების მქონე ადვოკატთან თანამშრომლობისთვის — გამოცდილთან თუ ახალბედასთან — ერთი გუნდის პრინციპით, ჩვენი პროფესიის ღირსებისა და ინტერესების სასიკეთოდ! ეს ჩვენი, ჩვენი პროფესიაა ერთად პროფესიისთვის,"- წერს ირაკლი ყანდაშვილი.
0
0
აშშ 75 ქვეყნისთვის ვიზების გაცემას შეაჩერებს
14/01/2026