07/03/2026
16:19

საქართველოს 8-10 მარტს ეუთოს მაღალი დონის საპარლამენტო დელეგაცია ეწვევა. ინფორმაციას ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრესსამსახური ავრცელებს.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას საქართველოში ასამბლეის პრეზიდენტი, პერე ჟოან პონს სამპიეტრო უხელმძღვანელებს.
დელეგაციის შემადგენლობაში აგრეთვე შევლენ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი და სამხრეთ კავკასიაში სპეციალური წარმომადგენელი ლუის გრაჩა (პორტუგალია), პოლიტიკურ საქმეთა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იევროსიმა პეიოვიჩი (მონტენეგრო), დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე კრისტინ ბლოუერი (დიდი ბრიტანეთი) და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი რობერტო მონტელა.
პრესსამსახურის ცნობით, ვიზიტი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებს საშუალებას მისცემს, ჩაერთონ და გაცვალონ მოსაზრებები ქართველ თანამოსაუბრეებთან ბოლოდროინდელ პოლიტიკურ მოვლენებსა და დემოკრატიასთან, უსაფრთხოებასა და რეგიონულ სტაბილურობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
„პარლამენტარები შეხვდებიან პოლიტიკური მოქმედი პირების ფართო სპექტრს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, რათა განიხილონ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მომავალი თანამშრომლობა საქართველოსთან“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
0
0