
ორი დღის წინ საქართველომ წარმატებით აირჩია ახალი პრეზიდენტი. ვულოცავ მას არჩევას და მინდა, გამოვხატო მზაობა, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ორმხრივი ურთიერთობები მომდევნო პერიოდში, – ამის შესახებ საქართველოში თურქეთის ელჩმა, ალი ქაან ორბაიმ წყალტუბოში, ქვესადგურ „წყალტუბო 500“-ის მშენებლობის დასრულებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ალი ქაან ორბაის თქმით, თურქეთი საქართველოს მჭიდრო სტრატეგიული პარტნიორია და მზად არის, ერთობლივი პროექტების განხორციელებით კიდევ უფრო განვითარდეს თანამშრომლობა რეგიონში.
„ეს ცერემონია ემთხვევა ძალიან მნიშვნელოვან საეტაპო მოვლენას საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ორი დღის წინ საქართველომ წარმატებით აირჩია ახალი პრეზიდენტი. ვულოცავ მას არჩევას და მინდა, გამოვხატო ჩვენი მზაობა, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ორმხრივი ურთიერთობები მომდევნო პერიოდში. ჩვენ ვართ საქართველოს მჭიდრო სტრატეგიული პარტნიორი, მეზობელი და მეგობარი ქვეყანა. მზად ვართ, ერთობლივი პროექტები განვახორციელოთ, რათა მშვიდობა, სტაბილურობა, კეთილდღეობა და ეკონომიკური თანამშრომლობა კიდევ უფრო განვითარდეს რეგიონში“, – განაცხადა ალი ქაან ორბაიმ.
0
0
აშშ 75 ქვეყნისთვის ვიზების გაცემას შეაჩერებს
14/01/2026