-share.jpg)
როგორც ცნობილია, ევროკავშირის მაღალჩინოსნებმა ორგანიზაციაში უკრაინის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად რეკომენდაცია გასცეს - მას შემდეგ, რაც ქვეყანა დააკმაყოფილებს საბოლოო პირობებს, კიევი ერთი ნაბიჯით მიუახლოვდება მთავარ სტრატეგიულ მიზანს რუსულ არმიასთან ბრძოლის ფონზე.
ევროკავშირის ლიდერები, სავარაუდოდ, გადაწყვეტენ, მიიღებენ თუ არა კომისიის რეკომენდაციას დეკემბრის სამიტზე. ევროკომისიამ ანალოგიური რეკომენდაცია გასცა უკრაინის მეზობელ მოლდოვასა და ბოსნია და ჰერცეგოვინასთან დაკავშირებით. მან ასევე განაცხადა, რომ საქართველომ უნდა მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, როდესაც ის გარკვეულ პირობებს დააკმაყოფილებს.
”ჩვენი ორგანიზაციის გაფართოება ისტორიის მოწოდებაა. ეს გადაწყვეტილება ასევე მტკიცე ეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ ლოგიკას ეფუძნება. წარსულში გაფართოებამ უზარმაზარი სარგებელი მოუტანა როგორც გაწევრიანებულ ქვეყნებს, ასევე თავად ევროკავშირს. ჩვენ ყველანი გავიმარჯვებთ”, - თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
„კომისია რეკომენდაციას უწევს (ევროკავშირის) საბჭოს, რომ უკრაინის გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დაიწყოს“, - ნათქვამია ევროკომიის განცხადებაში.
როგორც Reuters-ი წერს, მოლაპარაკებები ოფიციალურად უნდა დაიწყოს მას შემდეგ, რაც კიევი დააკმაყოფილებს დარჩენილ პირობებს, რომლებიც ეხება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებას, ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი ლობირების შესახებ კანონის მიღებას და ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვის გაძლიერებას. ეს რეკომენდაცია წარმოადგენს მნიშვნელოვან ეტაპს კიევის დასავლური ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე და გეოპოლიტიკურ გამბიტს ევროკავშირისთვის, რადგან, 2022 წლის თებერვლიდან, უკრაინა საკუთარ ტერიტორიაზე შეჭრილ რუსულ არმიას ებრძვის.
0
0