
ბალტიის სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივ განცხადებაში საქართველო დემოკრატიის პრინციპების პატივისცემის აუცილებლობის შესახებ გააფრთხილეს, თუ მას სურს სვლა ევროკავშირისა და ნატოს წევრობისკენ.
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩმა, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას რეინსალუმ და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა გამოაქვეყნეს ტვიტები, სადაც სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავენ საქართველოს პარლამენტის მიერ ე.წ. „უცხოური აგენტების“ კანონის პირველი მოსმენით მიღების გამო.
„თუ საქართველოს სურს ევროკავშირსა და ნატოში შესვლა, მან პატივი უნდა სცეს დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებებს“ - განაცხადეს სამი ქვეყნის მინისტრებმა.
როგორც ცნობილია, სამშაბათს, საქართველოს პარლამენტმა მოულოდნელად, პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი. ამან გამოიწვია სპონტანური პროტესტი და შეტაკებები პარლამენტის წინ, რა დროსაც პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი, შემდეგ კი აქტიურად გამოიყენა წყლის ჭავლი აქციის დასაშლელად.
0
0