
„უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის დამტკიცებით, ქართველმა პარლამენტარებმა შეძლეს, დაეცვათ თავიანთი პოზიცია და „გაეკეთებინათ არჩევანი საქართველოს განვითარების სასარგებლოდ, მიუხედავად შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მუქარისა“. „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის დუმის დსთ-ს კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ არტემ ტუროვმა განაცხადა.
„საქართველოს ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა თავისი სუვერენიტეტის გასაძლიერებლად, რათა მასზე გავლენა არ მოახდინოს გარე ძალებმა, რათა ის განვითარდეს ზუსტად ისე, როგორც ქართველ ხალხს სურს და არა ისე, როგორც ეს დასავლეთის ქვეყნების პოლიტიკოსებს სურთ. ჩვენ ვნახეთ რეაქცია, როცა კანონი მიიღეს, რა მუქარები იყო ევროპელი პოლიტიკოსების, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, ეს არის სანქციები და ეკონომიკური ზეწოლა, მაგრამ ქართველ პარლამენტარებს, ალბათ, უნდა მივულოცოთ ამ პოზიციის დაცვა და შემდგომი არჩევანის გაკეთება, განავითარონ თავისი ქვეყანა“, - განაცხადა ტუროვმა.
რუსმა დეპუტატმა აღნიშნა, რომ ქართველ პარლამენტარებს უნდა მიეცეს უფლება, იქცეოდნენ როგორც „პრო-ქართველი პოლიტიკოსები და არა პროდასავლური“.
„და ჩვენ ვიცით, რამდენი არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობს საქართველოში, ეს არის რამდენიმე ათეული ათასი, რომლებიც, პირველ რიგში, ფინანსდებიანა, რა თქმა უნდა, დასავლეთიდან, სხვადასხვა დასავლური ფონდებიდან. სხვა საკითხებთან ერთად, ისინი ძალიან აქტიურად ახდენენ გავლენას გადაწყვეტილების მიღებასა და საზოგადოებრივი აზრის შექმნაზე“, - აღნიშნა ტუროვმა.
0
0
უკანონო ტყითსარგებლობაზე სანქციები მკაცრდება
13/05/2025