"საქართველომ სეისმური რაგბის შოკი მოახდინა“ - The Guardian უელსთან გამარჯვებაზე
20/11/2022
15:48
სპორტი
A-
+A
„საქართველომ სეისმური რაგბის შოკი მოახდინა, რადგან მატკავას დაგვიანებული პენალტი აოცებს უელსს“ - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი და საქართველო-უელსის თამაშს ეხმაურება.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, მსოფლიო ჩემპიონატამდე 10 თვით ადრე, უელსმა ერთ-ერთი ყველაზე უხერხული მარცხი განიცადა. უელსმა მიმდინარე წელს 11 თამაშიდან მხოლოდ სამი მოიგო.
„ლუკა მატკავას შორ მანძილზე შესრულებულმა ჯარიმამ ორ წუთში უელსს განუზომელი ტკივილი მიაყენა“, - წერს Guardian.
ცნობისთვის, საქართველოს ნაკრები კარდიფში TIER 1-ის გუნდ უელსის ნაკრებს დაუპირისპირდა და დაძაბულ მატჩში 12:13 დაამარცხა. სწორედ, 78-ე წუთზე, მატკავამ საჯარიმო გამოიყენა და ბორჯღალოსნებმა ისტორიული გამარჯვება კარდიფიში მოიპოვეს.
0
0
513
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%