
არსებობს კანონები, რომლებიც მიღებულია და რომლებიც ზღუდავენ სამოქალაქო საზოგადოებას და არ შეესაბამება უვიზო რეჟიმის მოთხოვნებს, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა ჟურნალისტებს 17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ერთობლივ განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა.
„საქართველომ ზუსტად იცის, რა უნდა გააკეთოს. ევროკავშირი იმართება წერილობითი წესებით. ყველაფერი ბევრჯერ არის ჩაწერილი. არსებობს კანონები, რომლებიც მიღებულია და რომლებიც ზღუდავენ სამოქალაქო საზოგადოებას და არ შეესაბამება უვიზო რეჟიმის მოთხოვნებს. არსებობს კანონები, რომლებიც მიღებულია აქ და რომლებიც ზღუდავენ უმცირესობებს და არ შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს. ვფიქრობ, ეს არის წერილის ძირითადი შინაარსი“, – განაცხადა პეტერ ფიშერმა.
საქართველოსთან დაკავშირებით 17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა და ევროპის კავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. განცხადების ავტორები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, „დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებული პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და აქტივისტები, გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა და ჩაერთოს ეროვნულ დიალოგში ყველა შესაბამის მხარესთან“.
0
0