06/02/2023
01:00
სპორტი
5 თებერვალს, პარიზის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღეს, 81 კგ წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა.
ევროპისა და მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ტატო გრიგალაშვილმა გრანდ სლემის ფინალში გერმანელი ტიმო კაველიუსი იპონით დაამარცხა.
ტატომ ფინალისკენ მიმავალ გზაზე იტალიელი ლორენცო პაროდი, იაპონელი კენია კოჰარა და არაბეთის გაერთიანებული საამიროების სახელით მოასპარეზე ნუგზარ ტატალაშვილი დაამარცხა.
-90 კგ წონით კატეგორიაში კი ბრინჯაოს მედალს ლუკა მაისურაძე დაეუფლა, მოქმედმა ევროპის ჩემპიონმა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ჩეხ დევიდ კლამერტს სძლია.
4 თებერვალს კი ლაშა შავდათუაშვილმა ოქრო მოიპოვა.
ამგვარად, საქართველოს ნაკრებმა პარიზის გრანდ სლემზე ჯამში 3 მედალი - 2 ოქრო და 1 ბრინჯაო მოიპოვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში ვაჟთა შორის პირველი ადგილი დაიკავა.
0
0