
ასოცირების საბჭოს სხდომა მნიშვნელოვანი საეტაპო მოვლენაა ჩვენს ურთიერთობებში, ხაზს უსვამს ისტორიულ მიღწევას, საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლ ჯოზეფ ბორელსა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კობახიძის თქმით, საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ასოცირების პროცესში ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი განიხილეს.
„დიდი მადლობა მასპინძლობისთვის ევროკავშირში, ბრიუსელში. დღევანდელი ასოცირების საბჭოს სხდომა მნიშვნელოვანი საეტაპო მოვლენაა ჩვენს ურთიერთობებში, რომელიც ხაზს უსვამს ჩვენს ისტორიულ მიღწევას – საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას. ჩემთვის დიდი პატივია, რომ პრემიერ-მინისტრის რანგში ვხელმძღვანელობ დელეგაციას. ეს არის მნიშვნელოვანი ქვაკუთხედი ჩვენი პარტნიორობის და თანამშრომლობის. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის იმ ვალდებულებას, რომლითაც ევროკავშირის თანამეგობრობას, ამ ოჯახს უერთდება ქვეყანა. ვიზიარებ თქვენს ფასეულობებს, ღირებულებებს. ეს გამოწვევებით აღსავსე პერიოდია, თუმცაღა ჩვენი შედეგები არის დიდი ძალისხმევის შედეგი. ასოცირების საბჭომ დღეს საშუალება მოგვცა, განგვეხილა ის წინსვლა, რომელიც ქვეყანას აქვს მიღწეული ასოცირების პროცესში. საქართველომ ძალიან ძლიერი ნება დაადასტურა იმისთვის, რომ მოხდეს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება და ამ გზაზე წინ სწორუპოვარი სვლა“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
0
0
წვევამდელებმა სამხედრო ფიცი დადეს
08/02/2026
საქართველოს ნაკრებმა ფინალის საგზური მოიპოვა
07/02/2026