18/12/2024
18:32
პოლიტიკა
აზერბაიჯანის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ საქართველომ ოდნავ დააგვიანა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დაფინანსებაზე კონტროლის შემოღება. ამის შესახებ ილჰამ ალიევმა VGTRK-სა და RIA Novosti-სთან ინტერვიუში განაცხადა და მაგალითისთვის მისი ქვეყანა მოიყვანა.
„გარე გავლენებს რომ დავუბრუნდეთ, აღმოჩნდა, რომ საქართველოში ათასობით არასამთავრობო ორგანიზაცია ფუნქციონირებს, რომლებიც დასავლეთისგან ფინანსდებიან და ადამიანები, რომლებიც მუშაობენ ამ ორგანიზაციებში ან იღებენ ხელფასს, ალბათ ათიათასობით არიან, თუ მეტი არა. ჩვენ ეს ყველაფერი მოვაგვარეთ. მაგალითად, აზერბაიჯანული მედიის დაფინანსება უცხოური წყაროდან ერთი პროცენტითაც არ შეიძლება. რატომ? ჩვენ არ ვაფინანსებთ მედიას აშშ-ში, რატომ უნდა დააფინანსონ მათ ჩვენი მედია? ასე რომ, ისინი თავისი ხელქვეითებით, როგორიცაა "ამერიკის ხმა" და "რადიო თავისუფლება", დღედაღამ სიბინძურეს ასხამენ ჩვენს ხალხს, ჩვენს ქვეყანას და ჩრდილს აყენებენ სომხეთთან ჩვენს გამარჯვებას. მეჩვენება, რომ ამის გათვალისწინებით, საქართველოში გარკვეული დრო დაიკარგა და როცა ეს გაკეთდა, როგორც ამბობენ, მატარებელმა ცოტა გაგვასწრო. თუმცა, კარგია, რომ ვითარება ახლა სტაბილურდება“, - განაცხადა ალიევმა.
0
0