-share.jpg)
დღევანდელი ღონისძიება არის ფანტასტიკური შესაძლებლობა იმისთვის, რომ ნათელი მოვფინოთ იმ პროგრესს, რომელიც მიღწეულია საქართველოში სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მიმართულებით, ფანტასტიკური შესაძლებლობაა, ერთმანეთს გავუზიაროთ ინფორმაცია და ვისაუბროთ შესაძლებლობებზე, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
როგორც პაველ ჰერჩინსკიმ კონფერენციაზე „მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროცესში არსებული ინოვაციები“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საქართველოში უამრავი რეფორმა განხორციელდა.
„შემდეგ წლებში ეს ძალისხმევა კვლავაც უნდა გაძლიერდეს იმისთვის, რომ საქართველოში შეიქმნას შესაბამისი სტრუქტურა, შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩო ევროპის პერსპექტივის გაძლიერებისთვის. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველო გახდება ჩვენი შემადგენლობის ნაწილი და შესაბამისად, ამისთვის მზადებაც მიმდინარეობს. რაც შეეხება ევროკავშირის დელეგაციას საქართველოში, ჩვენ ვაკვირდებით, რა რეფორმები ხორციელდება ბოლო 20 წლის განმავლობაში სასჯელაღსრულების მიმართულებით. 2004 წლიდან დაიწყო ჩვენი მისია, საფუძველი ჩაეყარა ამას და წლების განმავლობაში დაახლოებით 60 მლნ ევრო იქნა განსაზღვრული საქართველოსთვის, ასევე 25 მლნ ევრო, ეს უკვე ეხება ტექნიკურ დახმარებას სამოქალაქო საზოგადოების მიმართულებით. ეს არის ფინანსური და ტექნიკური დახმარება. ძალიან დიდი წილი ამ დახმარებისა სწორედ პრობაციის, სასჯელაღსრულების სისტემების განვითარებასა და გაძლიერებას ეხება“, – განაცხადა ელჩმა.
საქართველოში ევროკავშირის ელჩის თქმით, ამ ხნის განმავლობაში საქართველომ არაერთხელ აჩვენა პროგრესი.
„საქართველომ არაერთხელ აჩვენა სურვილი იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პროგრესი, რამდენად მნიშვნელოვანია მართლმსაჯულების, პრობაციის სისტემის, სოციალური სერვისების არსებობა, დახვეწა, როგორც პრობაციაში, ასევე სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. ეს არის საძირკველი, ეს არის საკვანძო პრაქტიკა რესოციალიზაციის, რეაბილიტაციის და სასჯელის ღირსეულ პირობებში მოხდის მიმართულებით. ყველას ძალიან დიდი მადლობა მინდა, მოგახსენოთ, ვინც საფუძველი ჩაუყარა ამ ძალისხმევას და ვინც მუშაობს იმისთვის, რომ ეს პროგრესი შენარჩუნდეს. ეს არის ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა, მათ შორის ძალიან დიდი წილი ამ ძალისხმევისა არის ზუსტად პრობაციის სააგენტოს მიმართულებით, სხვადასხვა ორგანიზების წვლილიც უაღრესად მნიშვნელოვანია. ჩვენ უნდა განვაგრძოთ მუშაობა ამ მიმართულებით, არ უნდა შეჩერდეს მუხტი იმისთვის, რომ არსებული, დარჩენილი გამოწვევები და დარჩენილი პრობლემები ერთად გადავლახოთ, რათა მოხდეს პატიმრობის მაჩვენებლის შემცირება საქართველოში და იყოს არასაპატიმრო სასჯელების გამოყენების უფრო მეტი პრაქტიკა, რადგან საქართველო არის მოწინავე და ხუთ ქვეყანაში შედის, სადაც ყველაზე მაღალია პატიმრობის მაჩვენებელი, პატიმრობისა, როგორც სასჯელის. შესაბამისად, ვიმედოვნებ, რომ პრობაციის სისტემა კვლავაც განვითარდება, რათა მოხდეს სრულფასოვნად დანერგვა ევროკავშირის სტანდარტებისა. ევროკავშირის წარმომადგენლობა კვლავაც დახმარებას აღმოუჩენს საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემის განვითარებაში. ჩვენ ერთად, ერთობლივი ძალისხმევით შევქმნით ჰარმონიზებულ სისტემას და შესაბამისად, ჯანსაღ და წარმატებულ საზოგადოებას“, – განაცხადა ელჩმა.
0
0
რეკრუტებმა ახალქალაქში სამხედრო ფიცი დადეს
10/05/2025